Monday, March 29, 2010

პროექტის გეგმა


  1. პროექტის თემა: წყლის დაბინძურება.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები ეცნობიან წყლის შედგენილობას, თვისებებს, მნიშვნელობასა და გავრცელებას ბუნებაში.
  3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვები ეცნობიან წყლის შედგენილობას, თვისებებს, მნიშვნელობას და გავრცელებას ბუნებაში. საუბრობენ მინერალური წყლების გავრცელებასა და მნიშვნელობაზე. ატარებენ ცდებს და ნახავენ, რომ: ა) წყალი არის უფერი, გამჭირვალე სითხე. ბ) აქვს მასა და მოცულობა. გ) არა აქვს ფორმა. დ) წყალი არის ერთ–ერთი საუკეთესო გამხსნელი .ე) წყლის გასუფთავება მასში უხსნადი ნივთიერებებისაგან შეიძლება გაფილტვრით. ვ) როგორ ხდება წყლის ბრუნვა ბუნებაში. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და მსჯელობენ რა იწვევს წყლის დაბინძურებას, რა ზიანი მოაქვს გარემოსა და ადამიანებისათვის და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებული წყლის გამოყენებამ. ეძებენ ამ პრობლემის მოგვარებისა და თავიდან აცილების გზებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 9-11წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფოტოები(ნაბეჭდი, ელექტრონული), ნახატები, ჩანახატები, პრეზენტაციები, წყალი, ცარცის ფხვნილი, მარილი, ქიმიური ჭიქა, კოლბა, მინის წკირი, ძაბრი, ფილტრის ქაღალდი, სპირტურა.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოები, ნახატები, ჩანახატები, პრეზენტაციები.
  8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები დაინახავენ და შეეცდებიან სხვებსაც დაანახონ რა ზიანი მოაქვს წყლის დაბინძურებას და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
  9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
  10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: 83–საჯარო სკოლა.
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საბუნებისმეტყველო, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
  12. პროექტის ფასილიტატორი: მაკა კოპლატაძე.
  13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maka79. koplatadze.
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:makakoplatadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment